„არ არსებობს უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე არის უფასო კვების განხორციელება სკოლებში, რადგან არ შეიძლება მილიონობით ლარი ბიუროკრატიულ საქმიანობაზე იხარჯებოდეს და ბავშვები სკოლებში შიმშილობდნენ,“ - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ფრაქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ანი წითლიძემ აღნიშნა, კვლევების თანახმად სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს.
„იუნისეფის“ კიდევ ერთი საგანგაშო კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენი ბავშვები სკოლებში შიმშილობენ. კვლევის მიხედვით ბავშვების 35% სკოლებში შიმშილობენ. ეს არ არის პირველი კვლევა, მანამდე გამოქვეყნდა კიდე არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც 77% არის ბავშვების, რომლებიც განიცდიან საჯარო სკოლებში შიმშილს. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი წელია ამ საკითხზე მუშაობს, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა დავაყენეთ სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, არაერთხელ საქართველოს განათლების სამინისტროს მოვუწოდეთ, რომ არ არსებობს უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე არის უფასო კვების განხორციელება სკოლებში ,რადგან არ შეიძლება მილიონობით ლარი ბიუროკრატიულ საქმიანობაზე იხარჯებოდეს და ბავშვები სკოლებში შიმშილობდეს. ორი წელია ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ მუშაობს, მაგრამ ორი წელია ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგია. მაგრამ მე გეტყვით რისი გაკეთება შეძლო უფასო კვებასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქ, სადაც ოპოზიციური მერი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელისუფლებაში.“- განაცხადა ანი წითლიძემ
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხაში შეძლო პირველკლასელებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან უფასო კვება უნდა განხორციელდეს პირველ ეტაპზე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მაინც;
„წალენჯიხაში პირველად შესაძლებელი არის უფასო კვების პროგრამის განხორციელება, პირველი სატესტო რეჟიმი ჩვენ დავიწყეთ უკვე, როდესაც უფასო კვების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით და ადგილობრივი მწირი რესურსების გამოყენებით შევძელით, რომ განგვეხორციელებინა და წალენჯიხაში პირველკლასელებისათვის უფასო კვება არის ხელმისაწვდომი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რადგან უფასო კვება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ პირველკლასელებისათვის, არამედ პირველ ეტაპზე ეს უნდა მოიცავდეს დაწყებით კლასებს, რადგან ასევე კვლევებით არის დადგენილი, რომ გონებრივი განვითარებისთვის და მათ შორის ფიზიკური განვითარებისთვის, იმისთვის, რომ მეტი კონცენტრაცია მათ შეძლონ სწავლაში, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ბავშვებს ჰქონდეთ უფასო კვების შესაძლებლობა. უფასო კვების პროგრამის დანერგვა აუცილებელია იმისთვისაც, თუ გავითვალისწინებთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს და არაერთი კვლევის მიხედვით გაზრდილია საქართველოში ემიგრაცია, ყოველი მეოთხე ოჯახი ემიგრაციაშია და ყოველი მეოთხე ოჯახი ამბობს, რომ საკმარისი თანხა იმისთვის, რომ კვებოს ბავშვები, არ აქვს,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.