დააკავეს პირი, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას აფეთქების მოწყობაში ბრალდებული. ფუმიო კიშიდას ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა.
იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, კაცი, რომელიც კიშიდას მიმართულებით საგანს ისვრის, რასაც მოჰყვა კვამლი და აფეთქების ხმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კაცმა საკვამლე ბომბი ისროლა.
შემთხვევა ქალაქ ვაკაიამაში მოხდა, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა, პარლამენტის ქვედა პალატის შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა. ვითარების განმუხტვის შემდეგ, იაპონიის პრემიერმა შეხვედრა განაგრძო.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა.