პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრ ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
ის ჩრდილოეთ დაიტონში, მასაჩუსეტსში დააკავეს.
CNN-ის ინფორმაციით, ტეიშეირას ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში ედება ბრალი.
ჯეკ ტეიშეირა ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT-სპეციალისტად მუშაობდა.
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.
გრიფით საიდუმლო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და აღჭურვილობას, ასევე, აშშ-ის სხვა მოკავშირეებს ეხება, მათ შორის ისრაელს, სამხრეთ კორეასა და თურქეთს.