„რუსული ოცნება“ კრემლიდან იღებს გაცილებით უფრო მკაფიო გზავნილებს, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და აკეთებენ პირდაპირ დაუფარავ მოწოდებას, თუ ვინ არის ევროპის მეგობარი და ვინ დაიწყო საქართველოში რეფორმები,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლის თავის მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ორდერს რუსეთისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ.
ცერემონია ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლის თავის მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. დაჯილდოებაზე ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, უკრაინისა და საფრანგეთის დელეგაციები და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ როგორც ისინი, ასევე დასავლელი პარტნიორები ხედავენ ყველაფერს და კარგად იციან, თუ ვინ დაიწყო საქართველოში რეფორმების გატარება და ვინ არის ნამდვილად ევროპის მეგობარი.
„რუსული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური პასუხის მოლოდინი არც გვაქვს, არც ჩვენ, არც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათი მხრიდან მიშა სააკაშვილის ეს მთელი სერია დაჯილდოებების, არის იმის აღიარება, რომ მათ ძალიან კარგად იციან თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ახლა „რუსული ოცნება“ უკვე კრემლიდან იღებს გაცილებით უფრო მკაფიო გზავნილებს, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და აქედან გამომდინარე, ისინი აკეთებენ პირდაპირ და დაუფარავ მოწოდებას, თუ ვინ არის ევროპის მეგობარი და თუ ვინ დაიწყო საქართველოში რეფორმები.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.