საქართველოს პრემიერ-მინისტრი სააღდგომო მილოცვას ავრცელებს.
როგორც მილოცვის წერილში ვკითხულობთ, პრემიერი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს:
"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც ქრისტიანებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს.
ვუერთდები ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,"-ნათქვამია განცხადებაში.