ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. სანა მარინიმ გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
მისი გუნდი დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.
საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა.