ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობის მე-15 სართულზე სასამართლო დარბაზში შევიდა.
მისი სასამართლო პროცესი მალე დაიწყება და ის მოსამართლე ხუან მანუელ მერჩანის წინაშე წასდგება.
ცნობისთვის, საინფორმაციო საშუალებები ვერ შეძლებენ მსჯელობის პირდაპირ ტრანსლაციას, თუმცა, ხუთ ფოტოგრაფს ტრამპის გადაღების უფლება ექნება.