ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! , - წერს ტვიტერზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
"ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
წერს ტვიტერზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა"-, წერს ზუაბიშვილი.
--
ფინეთის დროშა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენობაზე ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
„კარგი დღე ფინეთისა და ნატო-სთვის“, – ასეა შეაფასა ალიანსში ფინეთის გაწევრიანება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს“.
ფინეთმა ნატო-ში ინტეგრირება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ალიანსში გაწევრიანება კი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის დასასრულს გულისხმობს.