უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე ირანული „კამიკაძე დრონებით“ იერიში მიიტანა.
ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან უკრაინის ძალებმა 14 გაანადგურეს.
ასევე უკრაინულ მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ საწარმოზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სამსახურების მიერ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. არსებული ცნობებით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.