რუსული მედიის ცნობით, პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი, რომელიც გუშინ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს, პუტინმა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.
სამართალდამცველებიის თქმით, აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
ტელეგრამ არხების ცნობით, ბომბი იმ ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა.
დღეს, 3 აპრილს, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ.სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს.
მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი.