"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტი "ტვიტერში" წერს.
"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის", - წერს რიკარდ იოზვიაკი.