ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთს ჩაეშალა ე.წ.ზამთრის შეტევა და დასახულ მიზნებს - მთლიანად დაეკავებინა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები, ვერ მიაღწია.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსი, უკრაინელი და დასავლელი წყაროების თანახმად, რუსული ჯარის ზამთრის შეტევამ კრემლის მიერ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, 31 მარტამდე მოეხდინა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სრული ოკუპაცია.
ექსპერტები მიანიშნებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები შეშფოთებულები არიან, რომ რუსეთს მოუწევს შეტევითი ოპერაციების დასრულება ბახმუტსა და ავდიივკაში, რათა მოემზადოს უკრაინის კონტრშეტევისთვის, რომელიც მოსალოდნელია 16 აპრილიდან 9 მაისამდე პერიოდში.
სამხედრო ბლოგერები იმედგაცრუებულნი არიან, რომ ზამთრის განმავლობაში არ ყოფილა გადამწყვეტი ბრძოლები და აღნიშნავენ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის გაგრძელებას, თუ კონტროლს ვერ დაამყარებს ბახმუტსა და ავდიივკაზე მომდევნო კვირების განმავლობაში.
მანამდე, ინსტიტუტი აცხადებდა, რომ რუსეთს არ ეყოფოდა საბრძოლო ძალა, რომელიც საჭიროა უფრო დიდი შეტევითი ოპერაციისთვის დონეცკისა დ ლუჰანსკის ოლქებში, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გაწვევის კამპანია კი მოწმობს, რომ რუსეთს არასაკმარსი რეზერვი ჰყავს.