კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიტროპოლიტის სახლსა და ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა.
მას ბრალი ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებაში.
„არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ბრალი დამდონ. ეს პოლიტიკური საქმეა. არასდროს ვყოფილვარ აგრესიის მხარეს, აგრესიის წინააღმდეგი ვარ. ახლა უკრაინაში ვიმყოფები. ეს ჩემი მიწაა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სასამართლოს დარბაზში.
ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც მიტროპოლიტი პაველი დადებითად საუბრობს რუსი სამხედროების მიერ ხერსონის ოკუპაციის შესახებ და პატრიარქ კირილისთვის ლოცვას სთხოვს.