გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს.
ამის შესახებ გამოცემა Focus წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ეჭვმიტანილი პირები იყენებდნენ დიპლომატიურ იმუნიტეტს, რათა უკანონოდ გადაებირებინათ გერმანელი ინფორმატორები პოლიტიკიდან, ბიზნესიდან და არმიიდან აგენტურისთვის, დივერსიული ან დეზინფორმაციული ოპერაციებისთვის.
ბერლინში დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს რუსული სპეცსამსახურები გერმანიაში უფრო ძლიერია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო და 160-მდე ოფიცერს ითვლის. ისინი ბერლინში საელჩოსა და გერმანიის სხვა ქალაქების საკონსულოებში ფარულად მუშაობენ.
გერმანიის მთავრობამ იცის, რომ რუსი აგენტების გაძევებას მოსკოვში უპასუხოდ არ დატოვებენ.
„საპასუხოდ კრემლი არასასურველ პირებად კიდევ უფრო მეტ გერმანელ დიპლომატს გამოაცხადებს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.