აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ამის შესახებ პენტაგონმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბრთვული იარაღის განთავსების შესახებ. იუწყება Reuters
პენტაგონში აღნიშნავენ, რომ მოისმინეს რუსეთის განცხადება და მომავლში ვთარებას დააკვირდებიან.
„ჩვენი სტარტეგიული ბირთვული პოზიციიის კორექტირების მიზეზს ვერ ვხედავთ, ასევე ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩვენ ვრჩებით ერთგული ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების“, - განაცხადეს პენტაგონში.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კი „ბირთვულ აპოკალიფსს გვაახლოებს“.