რუსეთის არმიის მცდელობა დაასტაბილუროს ფრონტის ხაზი, მოწმობს რომ რუსეთი უბრუნდება თავდაცვით ოპერატიულ გეგმას მას შემდეგ რაც შეტევითმა მოქმედებებმა დამაჯერებელი შედეგები არ გამოიღო.
ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ახალ ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების შტურმი ქალაქ ბახმუტზე თითქმის შეჩერებულია. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ეს სავარაუდოდ, წარმოადგენდეს რუსული ძალების გამოფიტვის შედეგს.
თუმცა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უკრაინამაც ქალაქის თავდაცვისას მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
„ვითარება რუსეთში გაუარესდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერის“ დაჯგუფებას შორის დაძაბულობის გამო, რომელსაც ამ სექტორში ჯარები ჰყავს წარმოდგენილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვა მიანიშნებს, რომ რუსეთმა სავარაუდოდ, ყურადღება გადაიტანა ავდეევკაზე, რომელიც ბახმუტიდან სამხრეთით მდებარეობს და კრემენა-სვატოვოს სექტორზე, ჩრდილოეთ რაიონებზე, სადაც რუსეთი ცდილობს ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას.
ანგარიშშის თანახმად, ეს მოწმობს, რომ რუსეთი უბრუნდება თავდაცვით ოპერატიულ გეგმას 2023 წლის იანვარში შეტევითი მოქმედებების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ.