დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო სანქცირებაზე ისაუბრა, რაზეც უკვე ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე არის დაძრული;
მისი განცხადებით, სანქციები ისე ახლოს არის, როგორც არასდროს და ეს ყველაზე კარგად იცის რუსმა ოლიგარქმა და მისმა გარემოცვამ
„ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ ის ინფორმაცია, რომელიც დასავლურ პრესაში გავრცელდა, კერძოდ ის, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, წამყვანი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე არის დაძრული ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მათ შორის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა კოლონამ ახსნა, თუ რა არის ამის მიზეზი“.
ირაკლი ფავლენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ სანქცირებისგან მხოლოდ და მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იხსნის, რასაც რუსი ოლიგარქი არ აკეთებს. ფავლენიშვილის თქმით, მას არავინ შეარჩენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში, უმნიშვნელოვანესი რეგიონული ლიდერის არაადამიანურ მოპყრობას და წამებას;
„თუ რაიმე ამ სანქცირების პროცესისგან შეიძლება ივანიშვილი იხსნას, ეს არის 12 პუნქტის შესრულება და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული ტრანსფერი, თუმცა სამწუხაროდ, რუსი ოლიგარქი გონს მოეგოს და აქედან გამომდინარე, სრულებით ადეკვატური და ბუნებრივი არის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, მისი სანქცირების საკითხის დაყენება, ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი მტკიცებულებების მოწოდებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კომუნიკაცია დგება არა მხოლოდ ევროპარლამენტის დონეზე, არამედ აღმასრულებელი ორგანოების და პოლიტიკური ლიდერების დონეზე, არავინ არ შეარჩენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონში, უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ლიდერის წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და საბოტაჟს ევროპული გზის, არც ივანიშვილს და არც მის გარემოცვას. სანქციები ისე ახლოს არის, როგორც არასდროს არ ყოფილა და ეს ყველაზე კარგად იცის რუსმა ოლიგარქმა და მისმა გარემოცვამ“. - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.