ახმეტელის მეტროსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, მოქალაქეებს 9 აპრილის აქციის მოსაწვევები დაურიგეს.
„9 აპრილს, 17:00 საათზე ვეპატიჟებით მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში დავიწყოთ დერუსეთიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ახლა საჭიროა ერთიანობა, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა. წინაპრების და მომავალი თაობის სახელით, საქართველომ გაიმარჯვოს და გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი;
„გამარჯვება ესე ახლოს არასდროს არ ყოფილა, 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ ჩვენი წინაპრების, მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიას, ანწუხელიძის, ჩვენი გმირების, ჩვენი მომავალი თაობის სახელით, რათა ერთად მივაღწიოთ საქართველოს გამარჯვებას და საქართველოს ინტეგრაციას ჩვენს ევროპულ დიდ ოჯახში. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა და ბრძოლა გამარჯვებისთვის. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებისა, გელოდებით ყველას 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე“.- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.