„ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვით და ახალგაზრდების მოწინავე რიგებში ყოფნით, საქართველოში საზოგადოებრივმა მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ქართველმა ხალხმა, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდმა ქომაგმა და დამცველმა აიძულა ხელისუფლება უკან დაეხია. ამავე დროს, გაგაფრთხილათ, რომ გონს მოეგოთ და იმოქმედოთ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით “, -
განაცხადა პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა უმწვავესი შეფასებები გააკეთა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.
„უგულო უნდა იყო ადამიანი, უარყოფითად რომ არ იმოქმედოს, როდესაც ხედავ, ერთი მხრივ, ცივილიზებული სამყარო როგორ ამხელს შენი ქვეყნის მმართველ გუნდს, რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, რუსეთის კრემლის პროპაგანდისტები როგორ აქებენ საქართველოს ხელისუფლებას. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხელით შეძლო, შეექმნა პრორუსული ხელისუფლების სახელი“, -განაცხადა შალვა კერესელიძემ.