ENG / RUS

გზა, რომელიც კვლავ ხელისუფლებაში ბრუნდება

"ქაჯების" დიდმა ნაწილმა ოპოზიციაში გადასვლა მოასწრო. ვინც მოვლენების განვითარებას ელოდება და ჯერ ისევ ფიქრობს, მათ გადაწყვეტილების დროულად მიღებას ურჩევენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაში დარჩენილებს სთხოვენ `საფლავში არავის ჩაყვნენ.~ ყოფილ კომუნისტებს, ყოფილ მოქკავშირლებს და ყოფილ ნაციონალებს, ოპოზიციაში ეპატიჟებიან. ოპოზიციიდან კი გზა კვლავ ხელისუფლებაში ბრუნდება.

სხვათა შორის, საქართველოში, საფლავში არავინ არავის ჩაყოლია. Aამიტომაც, ამ ქვეყანაში ხელისუფლების შემადგენლობა საფუძვლიანად ჯერ არ გადახალისებულა. საბჭოთა სახელმწიფოს დანგრევიდან დღემდე, ძალაუფლებას ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცეულები ინაწილებენ. პირველი გადანაწილება 1995 წელს მოხდა. ხელისუფლებაში მაშინ "მოქალაქეთა კავშირი~ მოვიდა.
"მოქლაქეთაAკავშირის~ მმართველობის ციკლის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ამ პარტიის გამოკვეთილი ფიგურები, სხვადასხვა პარტიებად დაიშალნენ. შემდეგ ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდნენ. საპრეზედენტო კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი შეარჩიეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, საუკეთესო პროექტი _ `ვარდების რევოლუცია~ გამოინახა. რევოლუციური სამეული ხელისუფლებაში დიდი წარმატებით და დიდი უფლებებით დაბრუნდა.

2003 წელს მოპოვებული გამარჯვებიდან მესამე დღეს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკლესიის გალავანი შეანგრიეს. ბასილ მკალავიშვილის მრევლის წევრები წირვიდან თმებით გამოათრიეს და წიხლებით ურტყეს. ამ დარბევაში ჩინოვნიკი ვასილ სანოძე აქტიურობდა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ბონდო შალიკიანის ოჯახში ნიღბიანები შეიჭრნენ. ოჯახის წევრები საწოლებიდან წამოყარეს. ნახევრად შიშვლები ქუჩაში გამოყარეს და კადრები, ტელეეკრანებზე თვეების განმავლობაში ატრიალეს.

მაშინდელმა ჩინოვნიკმა და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი ბორდელის სპეცოპერაცია დაგეგმა. გამთენიისას იქ სპეცნაზის და ტელეკამერების თანხლებით შეიჭრა. მეძავები საწოლებიდან თავადვე წამოყარა და ქუჩაში შიშვლები გამოყარა.

ჩინოვნიკმა გიორგი ბარამიძემ სვანეთის სპეცოპერაციას უხელმძღვანელა. აფრასიძეებზე შოკისმომგვრელი თავდასხმის შემდეგ, ოჯახის უდანაშაულო წევრები, მათ შორის ბავშვები, ფსიქიურად დაავადდნენ. იმავე ბარამიძის ბრძანებით, იმავე სვანეთში, საუკუნისწინანდელი საფლავები გაითხარა და გარდაცვლილთა ჩონჩხები ფეხბურთელ კახი კალაძის ძმის ცხედრის ნაწილებად გასაღდა.

სპეცრაზმის დახმარებით დაიხურა ტელეკომპანია `იბერია~.

უსანქციოდ დააპატიმრეს გია ჯოხთაბერიძე.

საჩვენელბლად გაიხსნა რამდენიმე საწარმო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ტელეკამერების წასვლისთანავე დაიხურა.

სამედიცინო კოლეჯის სასწავლებლის მოსაწავლეებს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების პირობები, ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე შეუცვალეს.

მაშინ `ვარდების რევოლუციის~ ავტორების თუ აქტივისტების მთავარი ლოზუნგი _ ადამიანის უფლებები, სამართლიანობის პრინციპი და ღირსება არავის გახსენებია. მაშინ რევოლუციური ხელისუფლების სამუშაო გეგმის არარსებობას ყველა გაუჩუმდა.

მაშინდელ დუმილს კონკრეტული მიზეზი ჰქონდა _ მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის ერთადერთი, შეუცვლელი, განუმეორებელი და პროგრესული ბელადი ერქვა. მაშინ მტრად ითვლებოდა ყველა, ვინც სააკაშვილთან არ იდგა. მაშინ სამართლიანობის პრინციპის მოთხოვნა რეგრესულ აზროვნებად და რეფორმების საწინააღმდეგო ნაბიჯად აღიქმებოდა. მაშინ ღირებულბებზე საუბარი არ მარტო არაპოპულარული, არამედ საშიში იყო. მაშინ განსხვავებული აზრი იდევნებოდა. ან, ღალატად ინათლებოდა.

ეს უკვე პრეცედენტი იყო, რომელიც არა მხოლოდ რევოლუციურმა სამეულმა დაუშვა.

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მეხოტბეები დღეს განსხვავებულ პოზიციაზე არიან. ახლა მათთვის ყველაზე მთავარი ხელისუფლებიდან პრეზიდენტის წასვლაა. ახლა ისინი აგრესიულად რეაგირებენ შეკითხვებზე, რომლებსაც დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში მოქალაქეები სვამენ და რომელთაც აქვთ უფლებაა იცოდნენ:

_ რა ელის პრეზიდენტის რეჟიმს და რეჟიმის თნაავტორებს?
_ რატომ უნდა წავიდეს პრეზიდენტი ქვეყყნიდან გაუსამართლებლად, თუ ის მართლაც დამნაშავეა? ხოლო,
_ თუ უდანაშაულოა, რატომ უნდა შეიცვალოს არანაკლებ დისკრედიტირებული შემადგენლობით?
_ ვინ ან რა გეგმით მართავს ხელისუფლებას, თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის წასილს შემთხვევაში?

სხვათა შორის,M მსოფლიოში რისკების გათვლაზე და პროგნოზებზე უძლიერესი ექსპერტები მუშაობენ და უზარმაზარი თანხა იხარჯება. თუმცა, საქართველოში რისკების გათვლა და მით უმეტეს პროგნოზები, იაფფასიან წინასწარმეტყველებად ფასდება. ამიტომ, ვალდებულები ვართ ისტორია მაინც მოვიშველიოთ რომელშიც, სხვათა შორის, ახალი არაფერი ხდება და რომელშიც ყველაფერი მეორდება.

საქართველოს შემთხვევაში ისტორიული პარალელებისთვის შორეულ წარსულში ჩაღმავება საჭირო არ არის. ბოლო 20 წლის მანძილზე, ერთმა და იამვე ადამიანებმა, ერთი და იგივე სცენარი აქ რამდენჯერმე გაათამაშეს. ამიტომ, ყველას აქვს უფლება მათ გულწრფელობაში ეჭვი შეიტანოს. ან სულაც, არ ენდოს.

"ჯი-ეიჩ-ენი", სოფო აბრამიშვილი

ავტორი: . .