დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ. როგორც BBC-ის იუწყება, აღნიშნული უსაფრთხოებას უკავშირდება.
ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთმა შესაძლოა, უწყებრივ ტელეფონებზე დაცულ მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა შეძლოს.
TikTok-ი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურადააა მოტივირებული და ფუნდამენტურად მცდარ წარმოდგენებს ეფუძნება.