აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს.
ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის ფორმატის მეათე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ კონტაქტური ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა შესაძლებლობის ფორმირებაში, რაც უკრაინას სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდება, რათა შექმნას იმპულსი ბრძოლის ველზე“,- განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას დაპირდნენ, იზრდება. მისივე თქმით, ცხრა ქვეყანა მზად არის უკრაიმას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს.
პენტაგონის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებზეა საუბარი.