უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ბახმუტის დაცვა მტერს აკავებს და ფრონტის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „პატივს ვცემ ბახმუტში ჩვენი სამხედროების ძალას, სიმამაცესა და უძლეველობას.
თავდაცვით ოპერაციას ამ მიმართულებით აქვს უნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა მტრის შესაკავებლად, ის საკვანძო საკითხია მთელი ფრონტის თავდაცვისთვის“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველებს, რომლებიც ღირსეულ პასუხს აძლევენ ოკუპანტებს.