საქართველოს პარლამენტის წინ დროშა ისევ აღმართეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.
მანამდე, ალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.