გაეროს ინფორმციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 743 კი დაიჭრა.
დაღუპულთა შორის 3 664 კაცია, 2 173 ქალი, 260 ბიჭი და 203 გოგონა, 31 ბავშვისა და 1900 მოზრდილის სქესი ჯერ დადგენილო არ არის.
ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლთა შორის 17 619 (6 327 დაღუპული და 11 247 დაშავებული) რუსეთის შეჭრის მომენტიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდა. 1-ლიდან 12 მარტამდე გაერომ დააფიქსირა 193 მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის - 84 დაღუპული და 209 დაშავებული.
გაეროში აღნიშნავენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობის რეალური რიცხვი, მნიშვნელოვნად დიდია, რადგან ადგილებიდან, სადაც მიმდინარეობდა ინტენისური საბრძოლო მოქმედებები ინფორმაციების ჯერ კიდევ არ დადასტურულებულა. ეს ეხება, მარიუპოლს, ლისიჩანკს, პოპასნიასა და სევეროდონეცკს, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლია.