წუხანდელი ღამის განმავლობაში ევროპის რიგ ქვეყნებში ტემპერატურა მინუს 65 გრადუსამდე დაეცა.
მეტეოროლოგები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
ძლიერმა თოვლმა ევროპის ქვეყნების უმეტესობის სამუშაო გრაფიკი დაარღვია.
საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში აეროპორტების უმეტესობა დაიხურა, დანარჩენ ქვეყნებში კი რეისები გაუქმებულია.
ტურისტები სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ანალოგიური ვითარებაა სარკინიგზო მაგისტრალებზეც.
სტიქიის ზონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეჩერებულია სასწავლო პროცესი, დახურულია მაღაზიები და სახელმწიფო დაწესებულებები.