საქართველოში მორიგი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 17: 54 საათზე მიწისძვრა მოხდა.
დღეს ეს მე-7 მიწისძვრაა. მისი სიდიდე 3.7 (ML) მაგნიტუდა იყო.
"დღეს, თბილისის დროით 17:54 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა" - ნათქვამია განცხადებაში.