ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.
პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულების 94%-ზე მეტი. დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.