დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
ოჯახების სია, რომელთაც სახლს შეუსყიდიან, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დევნილთა სააგენტოს ცნობით, დევნილები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.
მათივე ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.