ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიტნესინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
მიღებული ცოდნა მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.
სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.