ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1-ელ ივლისს, 15:00-17:00, გაიმართება საჯარო მოხსენება და დისკუსია თემაზე - კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში.
ქართველი აუდიტორიისთვის კანაბინოიდების მედიცინაში გამოყენების შესახებ სასაუბროდ სპეციალური მოწვევით შეხვედრას გამართავს ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი კირსტენ მიულერ-ვალი, რომელიც პირად პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კანაბინოიდებს ეპილეფსიის რთული ფორმების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა და სხვა ტიპის სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებში.
„დღეისათვის სამედიცინო კანაბინოიდებს ბევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს თერაპიული მიზნებისათვის. სამედიცინო კანაბინოიდები მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და პირღებინების შესამცირებლად, ასევე ტკივილის გასაყუჩებლად. სამედინო კანაბინოიდების გამოყენება ხდება სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ტრადიციული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში. აგრეთვე ასტიმულირებს შიდსის მქონე პაციენტებში მადას“, - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან კანაპედია, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა ჯორჯია, ღია საზოგადოების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიება გაიმართება 1 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/835650627409103/?ref=newsfeed