თბილისისა და ბათუმის პარალელურად, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია ხვალ ქუთაისშიც გაიმართება. მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქიდან დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.
შინ ევროპისკენ - ამ სახელწოდებით აქცია თბილისში 20 ივნისს, 20:00 საათზეა დაანონსებული. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. იგივე გზავნილები ექნებათ ქალაქ ბათუმშიც, სადაც აქციის მონაწილეები ცენტრალურ პარკთან 19:00 საათზე მივლენ, შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედნისაკენ გადაინაცვლებენ.