რუსეთის სამხედრო დაზვერვა ცდილობდა თავისი ჯაშუში ნიდერლანდებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ჩაენერგა.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 36 წლის ოფიცერმა, რომელიც სარგებლობდა ყალბი ბრაზილიური პასპორტით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პრაქტიკანტის ადგილი მიიღო, მაგრამ ნიდერლანდების დაზვერვის სამსახურმა - AIVD-მა ის ამხილა, რის შემდეგაც ამსერტდამის საერთაშრისო აეროპორტში დააკავა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ დროისთვის იძიებს შესაძლო სამხედრო დანაშაულებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ ჩაიდინა.
AIVD-ის წარმომადგენელთა აზრით, მხილებულ რუს ჯაშუშს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო.
"საფრთხე, რომელიც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრისგან მოდიოდა, პოტენციურად ძალიან მაღალი იყო, ის სარგებლობდა კარგად შემუშავებული შენიღბვით, მალავდა ნებისმიერ კავშირს რუსეთთან და განსაკუთრებით მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან", - აცხადებენ ნიდრლანდების სპეცსამსახურში.
მხილებული ჯაშუში ბრაზილიაში დააბრუნეს. AIVD-ში აღნიშნავენ, რომ ჯაშუშს საერთაშორისო სტრქუტურებთან თანამშრომლობის შედეგად მიაგნეს. აღნიშნული ინციდენტი ჯერ კიდევ აპრლში მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლახან გავრცელდა. სხვა დეტალები უცნობია