უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დანიელ გერლიანი დაიღუპა. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ დანიელის დედამ, ალა გერლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ალა გერლიანის თქმით, მისი 23 წლის ვაჟი 3 ივნისს დაიღუპა.
"ჩემი შვილის, ჩემი დამცველის, სიცოცხლე შეწყდა, ოფიცრის, არაჩვეულებრივი, ნათელი, პატიოსანი ბიჭის, ჩემი დანიელის სიცოცხლე. ის სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა, მშობლიური მიწისთვის ბრძოლას შეეწირა, დაიღუა, რათა ჩვენ გვეცოცხლა", - წერს ალა გერლიანი.
გერლიანების ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. გარდაცვლილი სამხედროს მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
დანიელ გერლიანს დღეს კიევში დაკრძალავენ.
8 ივნისს გახდა ცნობილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კირილ შანავას გარდაცვალების შესახებ.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.