რუსეთის სახელმწიფო დუმამ 7 ივნისს მიიღო კანონები, რომლის თანახმად, არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2022 წლის 15 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, 15 მარტამდე გამოტანილი ფულადი კომპენსაციის გადახდა ევროპული სასამრთლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, განხორციელდება რუბლით და მხოლოდ რუსული ბანკების ანგარიშებზე.
მიღებული კანონების მიხედვით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები აღარ იქნება რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელახალი განხილვის საფუძველი.
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა მიღებული ახალი კანონების კომენტირებისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა".
სტრასბურგის სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ფასეულობებსა და ტრადიციებს", - თქვა ვოლოდინმა.
ვოლოდინის თქმით, ამის მაგალითია, "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების შესახებ". "და ევროპული სასამრთლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილებები ხშირად მიიღებოდა. ჩვენ ამას ვერ დავეთანხმდებით", - თქვა ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ევროსაბჭოდან გააძევეს, კრემლმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსაცია მოახდინა.