დღეს, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისკენ".
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელები არიან.
დღეს, მათი მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირისკენ შეუქცევადი სწრაფვა.
ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ხელი მოაწერონ ევროკავშირის დიდ დროშას, რომელიც შემდეგ ბრიუსელში გაიგზავნება.