დღეს საპატრიარქო სვეტიცხოველში, 12 საათზე ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ამავდრუოულად, დაგეგმილია წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისის აღსრულება.
ამასთან დაკავშირებით შეტყობინება ტაძრების ხელმძღვანელებს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.
"გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, 3 ივნისს საღამოს, საპატრიარქო პანაშვიდთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც მრევლს მოუწოდა, რაც არ უნდა პროვოკაციულად მოეჩვენოთ სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გაცდეს ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს.
ამასთან, განცხადებაში, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ "წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, პროვოკაციაა".
ერეკლე მეორის ირგვლის განვითარებული მოვლენები უკავშირდება ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა ერეკლე მეფე და მას "მოღალატე" უწოდა.