23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში COVID-19-ის 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში COVID-19-გან გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი.
იმავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 104 996 კვლევა ტესტით, მათ შორის 95 506 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 490 PCR ტესტით.