უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ ბლოკირებული "აზოვსტალიდან" რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადიყვანეს, სახლში დააბრუნებენ, საერთაშორიოს პარტნიორების შუამავლობით.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლების "აზოვსტალიდან" გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელისა და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ
"ბიჭებმა სამხედროებისგან მიიღეს სიგნალი, რომ მათ აქვთ სრული უფლება გამოვიდნენ და შეინარჩუნონ სიცოცხლე. სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს "აზოვსტალში" ბლოკირებულებს გადასცა...
შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც თავის თავზე აიღეს გაერომ, „წითელმა ჯვარმა,“ რუსეთის ფედერაციამ, რომ ისინი [მებძოლები] იქნებიან უსაფრთხოდ და დაელოდებიან გაცვლის ამა თუ იმ ფორმას.
დღეს ასე ვფიქრობ: დღეს დასრულდება პროცესი, რომელსაც დაზვერვა ხემძღვანელობს - გაყვანა (დამცველების) და მზადება დიალოგისთვის, გაცვლისთვის და სხვა... ჩვენ მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა", - თქვა ზელენსკიმ.