დღეს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
ქართველი მებრძოლების ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ.
ზაზა ბიწაძე 50 წლის დაიღუპა 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან, კიდევ ერთ ქართველ მებრძოლ, 40 წლის ალიკა ცაავასთან ერთად, იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ ცოტა ხნით ადრე დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას.
ზაზა ბიწაძე იყო აფხაზეთის ომის მონაწილე. უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა. ალიკა ცაავა კი იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, იყო კომანდოს ბატალიონის წევრი.
უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.
ფოტო: არქივი