დღეს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ქართველი მებრძოლის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ.
არკადი კასრაძე 16 აპრილს ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა. იმავე დღეს კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ. მათ საქართველოში ხვალ, 24 აპრილს გადმოასვენებენ.
40 წლის არკადი კასრაძე, უკრაინაში საომრად 2 მარტს წავიდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.