უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. ისინი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.
უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 31 მარტს ჩამოასვენეს სამშობლოში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, რომელიც 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა.
მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ისევ ვერ ხერხდება.
ფოტო: არქივი