საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 15:02 საათზე, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამება იყო.
მანამდე, თბილისის დროით 10:43 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.