GERA, მისი რუსული წარმომავლობის გამო დატოვა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, გიგა კუხიანიძემ! - აღნიშნულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიგას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის და ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა იმ ავტორს და შემსრულებელს, ვინც ჯერ კიდევ თანამშრომლობს GERA-სთან, გაემიჯნონ რუსულ ინტერესებს და დაუყოვნებლივ გაწყვიტონ მასთან კავშირი!
გთხოვთ, ნუ გახდებით რუსული საქმის თანამონაწილეები!
შეგახსენებთ, რომ GERA და მასთან დაკავშირებული კომპანიები (ROZUM, MOST) რუსეთის მიერ, საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს კონტროლის მიზნით შეიქმნა. ისინი უკანონოდ ცდილობენ ჩვენი წევრების „მოხიბვლას“ რუსეთიდან შემოტანილი ფულით და, ასევე უკანონოდ სთხოვენ მოსარგებლეებს ფულის გადახდას მუსიკის გამოყენებისთვის.
რუსული გეგმის და GERA-ს უკანონო საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ: https://bit.ly/3Lv7Xsd", - აცხადებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში.