მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.
საქართველოში მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარები, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს. მონიტორინგი ამჟამად 90 მეტეოროლოგიური და 68 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.