ნუმერაციის რესურსი აუქციონზე აღარ გაიყიდება და მისი გაცემა დაინტერესებული სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის გაკეთების საფუძველზე მოხდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, ნუმერაციის რესურსის გასასხვისებლად სამომავლოდ აუქციონის გაუქმებაა დაგეგმილი. აღნიშნული ბაზარზე ახალი ოპერატორების შეოსვლას შეუწყობს ხელს, გაზრდის კონკურენციას და სამომავლოდ ტარიფების გაიაფებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.