სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, ესტონეთის პროდუქტების მაღაზიების დახლებიდან პოპულარული მინერალური სასმელი "ბორჯომი“ გაქრა", ამის მიზეზი კი სანქციებია, რადგან მისი მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi Beverages რუსულ "ალფა-ჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა.
ესტონეთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტიინა შაპელის თქმით, ცნობილი ქართული მინერალური წყლის "ბორჯომის" მფლობელი კომპანია მდებარეობს რუსეთში და ის სანქციების ქვეშ მოექცა.
ამიტომ ზოგიერთი ქსელიდან "ბორჯომი" მთლიანად ამოღებულია და აღარ იყიდება, ხოლო დანარჩენ სავაჭრო ქსელში, აცხადებენ, რომ შეკვეთილი ჰქონდათ დიდი პარტია და ამიტომ პროდუქტის ამოღებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა უახლოეს დღეებში მათ მაღაზიებში ბორჯომი აღარ გაიყიდება.