უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი არ დაუჭირა. თქვენ, რა სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ?
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პარლამენტიც კი არ აპირებს რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას. მაგრამ ყელაზე მეტად მაკვირვებს რეაქცია მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევში ჩასვლას სოლიდარობის ნიშნად. პრემიერი ამბობს, რომ უკრაინის ცა დახურულია.
არაუშავს ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედროს ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია აღარ ჩამოხვიდე.
ქართველებო, ძმებო, ეს როგრო მოგწონთ? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა თბილისში უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც თბილისისკენ რუსული ტანკები მიდიოდნენ 2008 წელს? თქვენ ამას მოითმენთ თუ ღარიბაშვილს პოპულარული ენით აუხსნით, რა უნდა გააკეთოს?“, - წერს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ [უკრაინაში შეჭრის გამო] დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ვერ უკრაინაში ჩავა სოლიდარობის გამოსახატად, რადგან "საჰაერო სივრცე დაკეტილია".