საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საჰაერო გზით გამგზავრების უფლება მიეცათ.
აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლის უფლება მიეცათ. ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც აზერბაიჯანული მედიით ვრცელდება საქართველოცაა.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში მიემგზავრებიან, საზღვარზე უნდა წარადგინონ PCR ტესტის, უარყოფითი, პასუხი.
PCR ტესტი არ არის საჭირო ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.