თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.